საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მცდელობა, საზოგადოებას რაღაც ახალი შესთავაზონ არის სიცრუე. ამის შესახებ მან დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ნამდვილად არ არის საინტერესო „ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები”.
პრემიერის განცხადებით, ხალხმა კარგად იცის, რომ ქვეყანაში არავითარი მესამე ძალა არ არსებობს.
„არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
