LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი – „არჩევანი ნათელია, 26 ოქტომბერს უარი უნდა ვუთხრათ ომს, ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია“

267
ირაკლი ღარიბაშვილი

„26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების სანაცვლოდ მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში და ბომბების წვიმაში“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში,  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებით გამოყო ოთხი პარტია და აღნიშნა, რომ „ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“  ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს“

„ეს ხალხი, რომელიც დღეს წარმოდგენილია 4 პარტიად, რეალურად ერთი ბოროტი ძალაა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, მათ სურთ სანქციების დაწესება და ახალგაზრდების ომში გაგზავნა, აი ეს ბოროტი ძალა, რომელიც 4 ფრონტად არის წარმოდგენილი, ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და მათი 2 დანამატი, თქვენ იცით კარგად, სააკაშვილის ბიზნეს-რეკეტიორი, სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითი ხაზარაძე, სამშობლოს და ჩვენი გუნდის მოღალატე გახარია. დღეს პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტად, ვინც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში ესენია სწორედ ხაზარაძის და გახარიას პარტიები. სწორედ ფარისეველი ხაზარაძის და გახარიას პარტიები ცდილობენ ბარიერი გადალახვას იმისთვის, რომ შემდეგ ნაცებთან შევიდნენ კოალიციაში. შესაბამისად, ამიტომაც, ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“  ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არჩევანი ნათელია, 26 ოქტომბერს „არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g