LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით

141
BeFunky-collage (3)

ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევაა და, ზოგადად, მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობასა და გამჭვირვალე მუშაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, მთავრობა გამოწვევებით აღსავსე პერიოდს საკმაოდ გონივრულად და სწორად მართავს.

„მინდა, ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევას, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს პროგრესზე თვალსაჩინოდ მეტყველებს. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან გადავინაცვლეთ მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, ხოლო 2017 წლიდან ვართ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის და იცით, რომ ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და, ზოგადად, ეს მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე.

ეს არის ძირითადი პრიორიტებები, რომლებზეც მინდოდა თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის წევრებს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს გუნდს, ჩვენს მმართველ პარტიას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ეკლესიას.

მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდს საკმაოდ გონივრულად და სწორად ვმართავთ და მე მჯერა, რომ ჩვენი საერთო ჩართულობით, საზოგადოების მხარდაჭერით, ამ პერიოდს გავივლით მშვიდობიანად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის ამ კეთილდღეობის, ამ განვითარების საფუძველთა საფუძველი“,- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g