LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით

42
--

“ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ამავე პოსტში ღარიბაშვილი ევროკომისიას მადლობას უხდის.

„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ევროკომისიას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი: მადლობა ევროპელ პარტნიორებს, საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი პლატფორმის შემოთავაზებისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g