პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმიანება.
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ჩართულია ევროპასთან ერთად დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვაში.
„მოხარული ვარ,რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში ,რომელიც ჩეხეთში იმართება.
მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას” – წერს პრემიერი.