LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ

51
გერგეწ

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი თავის ესტონელ კოლეგასთან ერთად გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული სტრუქტურებისა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის კლაუს იოჰანსენი, ილჰამ ალიევი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ემანუელ მაკრონი და გიტანას ნაუსედა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილი მაღალი დონის თემატური დისკუსიები პრაღის სასახლეში იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის – მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე – თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს.

პრემიერ-მინისტრი, პრაღაში, თავის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

დისკუსიის ფარგლებში, განხილულ იქნა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული. აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ.

დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g