გასაგებია, რომ ის მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულები არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ წავიდნენ.
„ცალკეული მოსამართლეების განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ფაქტზე გავაკეთე კომენტარი და გულდასაწყვეტია, თუმცა, მეორე მხრივ, ვაჩვენეთ დემოკრატია, ნამდვილი ევროპელობა. ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. გასაგებია, რომ ის მოსამართლეები [სამი მოსამართლე] ალბათ მიკერძოებულები არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა. ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის წევრი ცხრა მოსამართლიდან სამმა, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა მხარი არ დაუჭირა.
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი