LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვეტყობა რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმე ოპოზიციონერის?! სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში ჰქონდა 1% რეიტინგი“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

210
Untitled design (36)

„ეს არის სამწუხარო ფაქტი.. დადასტურდა, რომ ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე, არის კონსტიტუციის დამრღვევი,“– ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე ეს არ მიხარია.. იმის მაგივრად რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისთვის და დაეცვა კანონი, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.

ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა..

სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ამის შემდეგ ასეთ განცხადებებს აკეთებს…

გვეტყობა რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმე ოპოზიციონერის?!

შევახსენებ ყველას, როცა იყო ოპოზიციაში ჰქონდა 1% რეიტინგი, „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ის და დასვა პრეზიდენტად,“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ღირსება რომ ჰქონოდა, მაშინ გადადგებოდა, როცა აღიარა რომ კონსტიტუცია დაარღვია

„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“ – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე სამი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა 

mazda magti 5g