LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ ის ყველაზე უკეთ განასახიერებდა ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას

33
ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მერაბ კოსტავა ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას.

„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა; ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას.

მართლაც, ჩვენ, მუდმივად სამშობლოსათვის ბრძოლაში მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი: დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი

ევროპული მომავალია საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, კონკრეტული სახე შეიძინა: ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g