LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მთავრობამ გაზარდა ხელფასები, არის სიცრუე

110

სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მთავრობამ გაზარდა ხელფასები, არის სიცრუე. მოსახლეობა მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავთ, ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის  სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, შეიცვალა წლების წინ დანერგილი პრაქტიკა, როცა სახელმწიფო მოხელს ეძლეოდა ხელფასი, პრემია და დანამატი

„ეს ჩვენ დავარეგულირეთ, ახლა გაიცემა დანამატები, თუმცა მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლზე,  300–400 ლარის ოდენობით“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში  საჯარო სამსახურის რეფორმა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ხელფასების გაცემა ამ მანკიერი პაქტიკით ხდება, თუმცა 2017 წლისთვის სახელფასო სისტემა მოწესრიგდება და ხელფასებისა და დანამატების გაცემას ქაოტური სახე აღარ ექნება.

ფინანთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტში  ხელფასების ზრდა ძირითადად გათვალიწინებულია ჯარისკაცებისათვის, პოლიციელებისა და პეაგოგებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g