LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ

124
ika

ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა

მთავრობის მეთაურის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დავოსში გამართულ დახურულ ვახშამზე საქართველოს დიდი დრო დაეთმო.

„გუშინ, საღამოს ვესწრებოდით ვახშამს, რომელიც მიეძღვნა უშუალოდ ევროპის მომავალს და ევროპის მომავალში იგულისხმება, რა თქმა უნდა, საქართველოც, რადგან ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა. მათ წარვუდგინე ჩვენი ხედვა. საქართველოს დაეთმო განსაკუთრებული დრო დახურული ვახშმის ფორმატში და ყველამ ერთხმად აღიარა ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ. ყველასგან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მოლოცვები“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მოისმინა შეფასებები შეფასებები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ეკონომისტების, ექსპერტების მხრიდან.

„წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3 პროცენტით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა, გასულ წელს მე ვიყავი ჩინეთში და ჩვენ სტრატეგიულ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პარტნიორობა. ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ. კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დავძლიოთ ის სირთულეები, რომელიც ჯერ კიდევ არის, იქნება ეს სიღარიბე თუ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად უნდა შევამციროთ. მეტი სწრაფი განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. შარშან, მოგეხსენებათ, იყო რეკორდული წელიწადი ამ მხრივაც და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები