საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში ვიზიტები დაიწყო. როგორც საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი ამჟამად აჭარის რეგიონში იმყოფება.
„ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო. გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს. დღეს პრემიერი პირველ რეგიონს – აჭარას ეწვევა და მიმდინარე პროექტს გაეცნობა“, – წერს გიორგობიანი.