„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
„ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან. ამომრჩევლების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ღირსეულად გაიმარჯვებს, რაც ამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი იქნება“, – აღნიშნა დელეგატმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.