„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი. მეტი არაფერი. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას ამას. თან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში“,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, „ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით“:
ირაკლი კობახიძე: „ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“
„ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი ენჯეოების ლიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებების, მათ შორის, ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში“.
„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი. მეტი არაფერი. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას ამას. თან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს“,- განაცხადა კობახიძემ.
ფოტო: Raymond Red Rodgers