LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი… გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“

144
ირაკლი კობახიძე

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვგულისხმობ ამერიკულ ადმინისტრაციას, შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც, ბუნებრივია, ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას. ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ – თან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა, რომ თვისებრივად გადატვირთოს ურთიერთობები აშშ-თან და საუბარი დაიწყოს რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც კობახიძის განმარტებით, „ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი თავისი კონკრეტული გზამკვლევით“.

კობახიძის განცხადებით, საუბარია „არა ქაღალდზე დაწერილ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, არამედ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე კონკრეტული გზამკვლევით“:

ენტონი ბლინკენი: „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“

ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

„ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვგულისხმობ ამერიკულ ადმინისტრაციას, შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც, ბუნებრივია, ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას. ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და ჩვენ გვინდა საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით, ისეთი გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ, დღეს, არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები, გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს, პირველ რიგში, ღირებულებებზე დაფუძნებული:

„ლიდერობა ღირსებით?“ – აშშ-ის საელჩო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მორიგ ქარდს აქვეყნებს

კახა კალაძე: „აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას“

„კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს, პირველ რიგში, ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს და ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მთლიანობაში, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან კარგად ჩვენი მოსახლეობისთვის. ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, შესასრულებელი გვაქვს სამთავრობო ოთხწლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გავეცით. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ 40 მილიარდით გავზარდო ჩვენი ეკონომიკა. გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4%-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

„აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას“ – მეთიუ მილერი

პრემიერი: „შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე, რომ ოპოზიციის ძალადობრივი რესურსი გაენეიტრალებინა – რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან დაცლილია, წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, თუმცა ისინი 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს“

პაველ ჰერჩინსკი: „დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g