LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დაახლოებით 60%-ია, თუმცა ეს გარემოება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს“

147
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ საარჩევნო კამპანია უკვე გავხსენით და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და უფლებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გია ჯაფარიძე: „26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ, მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მიიღოს“.

„ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე. იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ -ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. ასეთი თავდასხმა განხორციელდა ბექა ოდიშარიაზე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, პაპაშვილის მიერ. ასევე, ჯანდაცვის მინისტრს დაესხა თავს „ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი ჩხობაძე. დაჩი ბერაიას დაესხა თავს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი ანანია, რომელმაც, როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით გაითქვა სახელი. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ყველა მათი პარტია ერთად 30%-საც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებულები, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები, ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„გამოკითხულთა 21%-ის თქმით, ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა, 31% კი ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს“ – კავკასიის ბარომეტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g