ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი, გაჩვენებთ – თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ აიღებს ხელფასს სანქცირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა – საბჭომ მხარი მის მინისტრთა კაბინეტსაც დაუჭირა
„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე“
კობახიძის თქმით, თამაზაშვილი აქამდეც ოფიციალურად იღებდა ხელფასს და მომავალშიც ოფიციალურად მიიღებს.
„ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ,“ – განაცხადა კობახიძემ.