LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას – ეს თქვა წულუკიანმა და ვეთანხმები“

118
გიორგი ანწუხელიძე

„სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა წულუკიანი: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ“

კობახიძის სიტყვებით, „საბოლოო ჯამში, გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას შეეწირნენ“.

„ეს თქვა წულუკიანმა და ვეთანხმები. სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას. ომი დაიწყო და ამას მოჰყვა შემდეგ რუსული ოკუპაცია. 2008 წელს, მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარა, ეს მე არ გამიკეთებია.

ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ბაზაში ასე წერია: ომი გადაიზარდა ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დაწყება აღიარეს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე უპასუხა მარო მაყაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და თქვა, რომ ოკუპაცია საბჭოთა რეჟიმის მხრიდან განხორციელდა და მარო მაყაშვილი ამ ოკუპაციას შეეწირა.

„თქვენ იცით, იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. ეს იყო საბჭოთა არმია, ბუნებრივია, რუსული წამყვანი ძალა იყო საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი საოკუპაციო ძალაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

თეა წულუკიანი: „ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს“

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის? არაფერი რომ არ ვთქვათ მორალსა და სინდისზე“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g