LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გვაქვს სრული მზაობა, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები… ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიპ სტეიტის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში“

134
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ სრულად დამარცხებას აშშ-ში“.

„უფრო მეტიც, ეს [სტრატეგიული პარტნიორობა] გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი.

მზად ვართ, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ჩვენ ვართ მოხარულები, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიპ სტეიტის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში.

ჩვენ ვართ, ზოგადად, ოპტიმისტურად განწყობილები და კიდევ ერთხელ გვაქვს სრული მზაობა, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g