LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით“

113
ირაკლი კობახიძე

„გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს უნდა იყო ლაკონური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო კონკრეტული მიზნები და ამოცანები და მათი შესრულების ვადები.

„გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი ამ მიზნებისა და ამოცანების შესრულების ვადები. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით.

ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება. გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე არის მუშაობა დასაწყები იმისთვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g