ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მოსამართლეების შერჩევის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
„როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავაგებინებთ ხალხის დაკვეთას კობახიძეს. ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ, რომ ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძის და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში. ამაში ამ პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს.
არ ვაპირებ ამ ყველაფერს თავი დავანებო და ჩინჩალაძე, მურუსიძე და გვრიტიშვილი შევაყვანინო უზენაეს სასამართლოში. სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.