LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ლევან მურუსიძე და სხვები – რომელ 17 თანამდებობის პირს და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები

194
სანქციები

ლიეტუვამ 17 ქართველ თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა – სიაში, რომელსაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს, ქართველი პოლიტიკოსები, მოსამართლეები და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მოხვდნენ.

სანქცირებულთა სია ასე გამოიყურება:

1 – ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი;

2 -გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;

3 – კახა კალაძე – თბილისის მერი;

4 – მიხეილ ჩინჩალაძე – მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;

5 – მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;

6 – ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) – ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული აშშ-ის მიერ;

7 – ირაკლი რუხაძე – „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი;

8 – ლევან მურუსიძე – მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

9 – ვიქტორ ჯაფარიძე – „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი;

10 – გიორგი (გია) კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი;

11 – დიტო სამხარაძე – პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;

12 – გოგა ხაინდრავა – მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლეხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“.

13 – ზვიად შალამბერიძე – პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში; სიაში დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“;

14 – შალვა თადუმაძე – მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი;

15 – თეა წულუკიანი – პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი;

16 – ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

17 – კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g