„ნინო ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტლიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ეს მარტივი რამაა და იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს. როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს არის მარტივი ინტერესი.
მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს: დავითულიანი
„ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მივიღოთ გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებულნი ვართ რომ სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არც ვინმეს მოტაცების და გატაცების საშუალებას მისცემენ და არც არაფერი.
მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი არიან, ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად ღირს ადამიანების სიცოცხლე გავრისკოთ. წარმოიდგინეთ თავდასხმა სამოქალაქო კლინიკაზე, ჩვენ არ გვინდა პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი აზრით, სააკაშვილი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი რომ იყოს, ის შიმშილობას დღესვე შეწყვეტდა.
„კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას“ – ამბობს ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას ეხება. დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.
სააკაშვილი საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს, რომელიც მის გამო შეიმშილობს: არჩილ თალაკვაძე