LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმაზე მსჯელობის ნაცვლად, თუ როგორ უნდა იმართოს შიმშილობა, კარგი იქნებოდა სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინათ: პაპუაშვილი ექიმების ჯგუფზე

61
შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნას ეხმიანება.

პაპუაშვილის თქმით, კონსილიუმის მხრიდან, იმის იმაზე მსჯელობის ნაცვლად, თუ როგორ უნდა იმართოს შიმშილობა, კარგი იქნებოდა, რომ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინათ:

“არ ვიცი, ამაზე პასუხი ალბათ პენიტენციურ სისტემას ექნება. ერთი რამ, რაც მე მომხვდა თვალში, იყო ის, რომ ამ ჯგუფმა იმის ნაცვლად, რომ შეესწავლა შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია როგორ არის, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მართონ მოშიმშილე პატიმარი.

სააკაშვილი ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადავა, შეწყვეტს შიმშილობას, ამიტომ ეს არარელევანტურია. სამედიცინო შეფასებებს მე ვერ გავაკეთებ, შესაბამისი პროფესონალები გასცემენ ამას პასუხს. უბრალოდ, რასაც მე შევხედე, იმის ნაცვლად, ემსჯელათ შიმშილობა როგორ იმართოს, კარგი იქნებოდა მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ექიმთა ჯგუფ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

დასკვნაში წერია:

“პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g