LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

117
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია. ამასთან, მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, ბიზნესის იმ წარმომადგენლებსაც შეხვდეს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g