LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ვიქტორ ორბანთან – საქართველო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია

116
Capture

„დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო და შეთანხმდნენ, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კობახიძის განცხადებით კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის პარტნიორობას.

„ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g