ვარშავაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი კობახიძე და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ მიიღო.
შეხვედრაზე ეროვნული პარლამენტების როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძე 17-20 მაისს ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.