LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე სერბეთში, „ნოვი სადის” რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს

111
1720522629-kobaxidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სერბეთში, ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მოხდა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და ასევე დაშავდა მრავალი ადამიანი. ქართველი ხალხი ამ რთულ დროს სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს“, – წერს პრემიერ-მინისტრი X-ზე.

სერბეთში, ქალაქ ვოდი სადში, რკინიგზის სადგურის შესასვლელთან სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g