LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ ოლიმპიელების დასახვედრად მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, თუმცა, მან არ სცა პატივი ინსტიტუტს და არ მობრძანდა – მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ არ შევყვებით“

134
ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, მან არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მისი მხრიდან მუდმივად არის კინკლაობაში შეყვანის მცდელობა.

„ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ჩვენს ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. რატომ არ დაუსვით მას კითხვა, რატომ არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს. საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, ვინც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში.

პარალიმპიურ ჩემპიონს სახელმწიფოსგან 1 მილიონი ლარი გადაეცემა, ვერცხლისმედალოსნებს 500 000 ლარი, ბრინჯაოსმედალოსნებს კი 250 000 ლარი

რატომ არ დაუსვით ეს კითხვა სალომე ზურაბიშვილს. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება დაანონსებული არ ჰქონდა. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე.

მას უნდა, რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს. ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში. არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რთველია, არჩევნებია, მილიონი საქმეა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.

„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს“ – რას ამბობს პრეზიდენტი Le Figaro-სთან ინტერვიუში

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე, მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგსა და მის ამ პროცესში პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს.

ეს არ არის ჩვენთვის ახირება, უბრალოდ, მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შემოყვანის მცდელობას. ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით “. – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები