LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს“ – რას ამბობს პრეზიდენტი Le Figaro-სთან ინტერვიუში

371
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე, მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგსა და მის ამ პროცესში პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის, მეორე ვადით.

გამოცემის მიერ დასმულ კითხვაზე, თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? – პრეზიდენტმა უპასუხა:

„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები