საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია.
პრემიერის ესკორტის ორი მანქანა უნივერსიტეტის წინ გაჩერდა, რამაც აქციის მონაწილეების ყურადღება მიიქცია, რა დროსაც, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის საპარკინგე ზონაში შევიდა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის წევრები.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“