LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის, უამრავი ქვეყანაა – ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია, სპეკულაციაა“

137
ირაკლი კობახიძე

„[ევროკავშირის ქვეყნების გარდა] უამრავი ქვეყანაა თუ გინდა, კონკრეტული მიმართულებით სამედიცინო დახმარება მიიღო – ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციის რისკების შესახებ კითხვაზე პასუხისას განმარტა, უვიზო მიმოსვლა არის ტექნიკური საკითხი. მისი თქმით, „შენ ან გიწევს რიგში დგომა, ან არა“:

„ეს არის სპეკულაცია. თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის, უამრავი ქვეყანაა. ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია, სპეკულაციაა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას – ეს არის ტექნიკური საკითხი, შენ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ან არა.

ეს სამივე კანონი: გამჭვირვალობის, გრანტების, „ფარას“ არის მიმართული სტაბილურობის დაცვისთვის. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში გინდა უვიზოდ წადი მერე სხვა ქვენაში და გინდა ვიზით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g