LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძეს პასუხი არა აქვს, რატომ არის ქვეყანა ცუდ დღეში – ის რეალური პრობლემების სამარცხვინო ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით გადაფარვას ცდილობს: ანა ბუჩუკური

71
ანა ბუჩუკური

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური ეხმიანება და აცხადებს, რომ „ირაკლი კობახიძეს პასუხი არა აქვს, რატომ არის ქვეყანა ცუდ დღეში“. მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძე რეალური პრობლემების გადაფარვას, სამარცხვინო ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით ცდილობს.

დადგება დრო, ვიტყვით…საუბარია ღალატის დეტალებზე, რომელიც შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით: ირაკლი კობახიძე

„დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერსონალურად ირაკლი კობახიძისგან და „ქართული ოცნებისგან“ რაღაც აბსურდული ბრალდებები გვესმის – დაწყებული იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა და ძალოვანი უწყების მოქმედ თანამშრომლებთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, გაგრძელებული „კოკაინშიკობითა“ და იმით, რომ, თითქოს, აშშ-ში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. გადატრიალების თაობაზე გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართეთ, რათა ეს ძალიან მძიმე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული ქმედება გამოეძიებინათ. დღემდე საქმე არც დაწყებულა.

„კოკაინშიკობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ თბილისში ჩვენს დეპუტატობის ქალ კანდიდატებს დასდო ბრალი, რომ, თითქოს, გახარიას კოკაინი მათ მიასაღეს. ჩვენ შესაბამისი დასაბუთებული განცხადება გენერალურ პროკურატურაში შევიტანეთ. მოგეხსენებათ, ნარკოტიკის გასაღება სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოძიება მოვითხოვეთ. თუ ფაქტი არ დადასტურდებოდა, პასუხისგებაში ირაკლი კობახიძე უნდა მოქცეულიყო ცრუ დასმენისათვის. რა თქმა უნდა, არც ამას მოჰყოლია რეაგირება.

“ქართული ოცნების“ ბრალდებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – “ქართული ოცნება“ ცდილობს გადაფაროს, თუ რატომ არის ასეთი სუსტი მათი პოლიტიკა, რატომ დაიხია სახელმწიფომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და რატომ წავიდა საქმე უკან ევროპული გზაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g