LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია: მოძრაობა “სირცხვილია”

79
IqPO56osAqeGeTSlHLYs-19-f72c78014b27f8ec11b45d11135fda07-image

მოძრაობა “სირცხვილია” “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არასდროს არავისთან ჰქონიათ, რადგან მმართველი პარტიისგან განსხვავებით ადამიანის სიცოცხლის ფასი იციან.

“ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი…

კობახიძე: „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაცმოძრაობიდან“ - არ გაბედოთ პროვოკაცია

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება, - აცხადებს კობახიძე.

თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებს, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ამ იდეის დატესტვა ჩატში “სირცხვილიას” ერთ-ერთ წარმომადგენელს სთხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g