LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კოვზანაძე: ვალების არდაგროვება მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანია

debt-recovery

ჭარბვალიანობა, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ, კი მაკროეკონომიკური პრობლემაა, ამ ტვირთის გამო 700 000 ჩვენი თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს.

„პრემიერ-მინისტრის დღეს გაჟღერებული ინიციატივით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ეს პრობლემა 31 დეკემბრამდე მოუგვარდება, 600 000 ადამიანის დავალიანება, რომელიც ჯამში 1.5 მილიარდ ლარს აღწევს განულდება, 600 000 ადამიანი ამოვა მევალეთა სიიდან“, – აღნიშნა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა უპრეცედენტოა როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსით. ამასთან, კოვზანაძის განცხადებით, მთავრობის ჭარბვალიანობის დაძლევის კომპლექსური სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, აღნიშნული პრობლემის დაძლევის გარეშე კი სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია.

„რას ვგულისხმობ მე? ორი რამ განვიხილოთ ერთად – პირველი, როგორც ვთქვით, კონკრეტულად, ამ ინიციატივით, 600 000 კაცს გაუნულდება დავალიანება, ანუ ყოველი მეექვსე ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება ფინანსური წნეხისგან; მეორე, მთავრობის და სებ-ის ინიციატივით, შემუშავებულია სესხების გაცემის ახალი წესი, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ეს წესი ძალაში შესულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. ამ მექანიზმით, ვალების სამომავლოდ დაგროვების ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – აღნიშნა კოვზანაძემ და დასძინა, რომ ერთი მხრივ, ვალების განულება და, მეორეს მხრივ, სამომავლოდ ვალების არდაგროვება, აი, ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g