LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე: „ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე შევძლებთ“

230
ირაკლი კუპრაძე და ბიძინა ივანიშვილი

„ივანიშვილს ჰყავს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია „გორბი“, რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები მათ შორის, ოპოზიციურ ველზე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „გუშინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი რიცხვები გამოაქვეყნა“:

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი. ივანიშვილს ჰყავს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია „გორბი“, რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები მათ შორის, ოპოზიციურ ველზე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე.

გუშინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა კალენდარულად და კონსტიტუციურად მოდის თვითმმართველობის არჩევნები. ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას.

ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები, იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზეც.

ანა წითლიძე: „ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით – მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით. ბოიკოტის პირობებშიც კი მარცხდება ივანიშვილი კონკრეტული შედეგებით“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისივე თქმით, „ისინი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე შეძლებენ“.

„ჩვენ ოპოზიციურ, პროდასავლურ საზოგადოებას მოვუწოდებთ – სწორად გავიაზროთ ივანიშვილის რუსული სტრატეგია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ვუპასუხოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეშინია – ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა გარდაუვალია და ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის, ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

გამოკითხულთა 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ასახელებს; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“; 7,5% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;

3,2% – „გირჩს“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“; 1,1 % – სხვა პარტიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g