LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე გაათავისუფლეს

149
kupradze

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე გაათავისუფლეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციის დარბევა იყო უმძიმესი დანაშაული რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა.

მისი თქმით, მსგავსი სისასტიკის დარბევა არ ახსოვს.

“მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს – ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა – ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g