„თუ კახა კალაძეს არ ეშინია წინააღმდეგობის და არ ეშინია დებატების, დამიჯდეს დებატებზე“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის სიტყვებით, კახა კალაძეს „ეშინია საქართველოს მოქალაქეების, მას ეშინია თბილისელების და ეშინია წინააღმდეგობის“.
„კახა კალაძე როგორც ცხოვრობს და როგორც მოქმედებს, ყველა, სამწუხაროდ, ასეთი გონია. კახა კალაძე მოქმედებს მხოლოდ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით. მას არასდროს ჰქონია საკუთარი აზრი, მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ის ემსახურება ბიძინა ივანიშვილს.
ის რუსი კონსულტანტების მიერ დაწერილი ტექსტებით საუბრობს და ეს ჩვენთვის იუმორისტული ჟანრია. მას ეშინია საქართველოს მოქალაქეების, მას ეშინია თბილისელების და ეშინია წინააღმდეგობის, თუ კალაძეს არ ეშინია წინააღმდეგობის და არ ეშინია დებატების, დამიჯდეს დებატებზე. დამიჯდეს კახა კალაძე დებატებში თბილისზე სასაუბროდ, რომელიც მან ჩაძირა კორუფციაში, ქალაქს შეუქმნა უამრავი პრობლემა. 10 ათასი ავარიული სახლი, რომლის პრობლემის მოგვარებასაც არ აპირებს იმიტომ რომ არ გაითვალისწინა თბილისის ბიუჯეტში. კახა კალაძე ამ ქალაქს ანადგურებს, შენდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ინგრევა თბილისი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.