LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კვარაცხელიას გატაცება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა – სალომე ზურაბიშვილი

130
20190317155928753886644

ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენი სახელმწიფოსადმი დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ყველა ოფიციალურ შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს. ასევე, სალომე ზურაბიშვილის შეხედულებით, ვინაიდან საქართველომ უარი თქვა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე, ახალი ფორმატის შექმნით პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს.

“პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაულია მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს. ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც მოიტანს მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას. გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით და ყველა მაღალი ტრიბუნა მიძღვილი უნდა იყოს სწორედ ამ თემისთვის. თავად პრეზიდენტი ყველა შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს. სწორედ მაშინ, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა, ის იმყოფებოდა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით და ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე – პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე სომხეთის ეკლესიის წინამძღოლთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო და მოუწოდა სომხეთის მხარეს, დაგმონ ეს ფაქტი.

გარდა ამისა, ამ დღეებში გამართული ყველა შეხვედრა, მათ შორის გუშინ ჩინეთის ელჩთან, ამ საკითხით გახსნა. ესაა გამოსავალი, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა სამხედრო დაპირისპირებაზე და პოლიტიკური დიალოგი მუდმივად, პერმანენტულად უნდა იმართებოდეს. ახალ ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერ ეს საწყისი ეტაპია. ეს არ იქნება არაფრის ალტერნატივა, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მისი აზრით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

mazda magti 5g