LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნადარეიშვილი – ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია

112
ირაკლი ნადარეიშვილი

ჩინეთის ქალაქ შანხაიში ხონჩიაოს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (Hongqiao International Economic Forum) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სიტყვით გამოვიდა. ფორუმი ინდუსტრიალიზაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებს შეეხებოდა.

„ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, ქვეყანა ერთგვარ რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ტექნოლოგიური და აიტი კომპანიებისთვის – ამ პროფილის 150-მდე კომპანიამ საქართველოში გახსნა ოფისები, სადაც 10 000-ზე მეტი ადგილობრივი, თუ უცხოელი სპეციალისტი საქმიანობს. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა – 2023 წელს IT სერვისების ექსპორტი 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზეა მიმართული, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის კუთხით.

„ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ კონკურენტუნარიანი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის ჩამოყალიბება გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე უბრალოდ სათანადო ინფრასტრუქტურისა და ბიზნესმეგობრული საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა. ამდენად, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ IT განათლებაში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოსამზადებლად“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo) ფარგლებში გაიმართა, რომელშიც, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო სამი სხვადასხვა პავილიონით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g