ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.კითხვაზე, ემუქრება თუ არა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე, ნიკა ქარცივაძე პასუხობს, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. მისივე განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
„ოპერაცია დასრულდა. ჩაგვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. მკურნალობა გაგრძელდება რეანიმაციის განყოფილებაში. ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, – განცხადა ნიკა ქარცივაძემ.
მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობრის ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგოები დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ ნოზაძე დაჭრეს. ხაჩიძის თქმით, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დაუზუსტებელია და ჭორის დონეზე იცის. ის ასევე სასწრაფოსა და საავადმყოფოს ექიმებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.
„ოპერაციამ, მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა. სასწრაფოს ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და გადაგვარჩინა იმანაც, რომ ძალიან მალე მოხდა მისი გადმოყვანა საავადმყოფოში. შემდეგ უკვე ივაჟკაცეს ექიმებმა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. იმედი გვაქვს, ხვალ უკვე უფრო უკეთესი სურათი იქნება მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დამნაშავეებს, ჩემი ინფორმაციით მე მგონი დაკავებულები არიან ორივენი. თუმცა, ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გავიგე“, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1012435952249045/