ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში მასე გავრცელებულ ხუმრობებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=706931416425391&id=100013256162543
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვარდების რევოლუციაც მან დააფინანსა და არა სოროსმა, როგორც ამას ხშირად ამბობდნენ ხოლმე, სოციალურ ქსელში ხუმრობების მთელი კასკადი გამოიწვია.