“კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც თუ ამიკრძალავდა (რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა“, – წერია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის „ფეისბუქ” გვერდზე.
“ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა”- აღნიშულია ფეისბუქ პოსტში.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=764987063953159&id=100013256162543
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისის საქმეზე პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდეს. მას გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.
