LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

146
ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

ოქრუაშვილმა თბილისის პროკურატურა უკვე დატოვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს.

ოქრუაშვილმა მისვლაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით კი პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ ინფორმაციის გადაცემისთანავე გამოძიება დაიწყო.

ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g