LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი სესიაშვილი Daily Mail-ის სტატიაზე: “საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში”

86
iraklisesiashvili-20

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ სტატიას ეხმაურება.

როგორც სესიაშვილი ამბობს, საქართველო ამ მოვლენაში საერთოდ არ ფიგურირებს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ცნობებს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ.

“ეს არის ჩვენი ოპონენტების იმ მავნებლური სერიიდან, როცა ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ და მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში,” – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს “დეილი მეილის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ.

“კრემლთან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერების  ჯგუფი საქართველოდან ოპერირებს და ამ ჰაკერების ჯგუფმა შეაღწია ბრიტანულ კვლევით ორგანიზაციებში, მოიპარეს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც, მათ შორის, უკავშირდება პირად ინფორმაციას, სადაზღვევო ინფორმაციას და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართულ კვლევებს, ანუ ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჰაკერების ჯგუფი, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს და ოპერირებს დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოქმედებენ საქართველოდან.

ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ან – მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები