LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა – „გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა, მისი ღირებულება ნულია

111
ირაკლი ზარქუა - ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის ღირებულება ნულია, რაც მაგან „გირჩის“ შექმნაზე იშრომა, რაზე უნდა ვისაუბროთ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტზე, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.

ზურაბ ჯაფარიძე: „დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი!“

ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროტესტის გაგრძელების შესაძლო მისეულ შეხედულებებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რა არის მისი აზრით, მნიშვნელოვანი.

ირაკლი ზარქუას თქმით, ჯაფარიძე არის ხელმოცარული, უსამშობლო ადამიანი.

„ჩახდილ ჯაფარიძეზე მეკითხებით? „გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა. უსამშობლოების გაერთიანება სადაც არის, იქ დადის. ბალტიისპირეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც გლობალური ომის პარტიას ემსახურებიან, მათთან სიები დააქვს, ვინ დაასანქცირონ საქართველოდან, ვინც მათ სიგიჟეებს არ იზიარებს. ის აქამდეც ამით იყო დაკავებული და ახლაც, რა უნდა გვიკვირდეს. ჯაფარიძე არის ხელმოცარული, უსამშობლო ადამიანი. საკუთარი პარტიიდან რომ გაგაგდებენ, რა უნდა თქვა? რაც მაგან „გირჩის“ შექმნაზე იშრომა, რაზე უნდა ვისაუბროთ? მისი ღირებულება ნულია, ირბინოს და იყოს. მასეთებს ქართველ ხალხთან სალაპარაკო არ აქვს. ამერიკიდან დაფინანსება შეუჩერდათ და ახლა ესტონეთის ფინანსურ დახმარებაზე დასხდნენ. მათი მცდელობა იქნება, ჩვენ წინააღმდეგ სანქციების დაწესების, გაშავების და ა.შ. აქამდეც ქვეყნის გაშავებით იყვნენ დაკავებული. მათ საქართველო და ქართველი ხალხი არასოდეს აინტერესებთ, ყოველთვის უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შალვა პაპუაშვილი: „ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, ესენიც უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g