LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „მიხაილ როთი ჩვენთან არ არის ჩამოსული – მისი ღირებულებებით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა – ასე რომ ამათ ოფისებში იაროს და ერთმანეთთან გაერთონ“

139
ირაკლი ზარქუა და მიხაილ როთი (1)

„მიხაილ როთი ჩვენთან არ არის ჩამოსული – როთი მისი ღირებულებებით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნულით ზარქუამ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მიხაილ როთი: „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს“

როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ზარქუას განცხადებით, ვიდრე როთი ეკლესიას, ქართველ ხალხსა და საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის, მას ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან.

„მასთან რა საერთო გვაქვს?! – არანაირი! ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა, რადგან მათთან საერთო ღირებულებები აქვს, რაც არის ლგბტ პროპაგანდა და ის მარაზმი, რასაც მხარს უჭერენ და ავრცელებენ.

კახა კალაძე: რატომ უნდა შევხვდეთ მიხაელ როთს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

ქართველ ხალხთან და ქართულ ტრადიციებთან როთისნაირ კაცებს თუ პოლიტიკოსებს საერთო არაფერი აქვთ. ასე რომ ამათ ოფისებში იაროს და ერთმანეთთან გაერთონ – მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„დილა მშვიდობისა, თბილისი!“ – მიხაილ როთი საქართველოშია

გამოყენებულია „ინტერპრენიუსის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g