LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო „სამშობლოს ღალატის“ მუხლი კანონებიდან, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო – ის, ვინც ქვეყანასა და ეკლესია მტრობს, მკაცრად გასამართლდება“

162
ირაკლი ზარქუა და მიხეილ სააკაშვილი

„სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო – წინმსწრებად, „ემანდ” რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ  განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან “სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით აღნიშნა, ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, მკაცრად გასამართლდება.

„იცით, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო. ამიტომ წინმსწრებად, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს – ეს იყო არგუმენტი.

ჩვენ დავაბრუნეთ დღის წესრიგში [„სამშობლოს ღალატის” მუხლი], რადგან გვგონია, ჩვენ რასაც ვისმენთ – რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი.

ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ

პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება” ვერ მიხვდება, რომ ძალადობით, ადამიანების დაჭერით, ფინანსური ძალადობით ვერ გატეხს ჩვენი თანამოქალაქეების ნებას.“

ამასთან დაკავშირებით არა ჩვენ, არამედ სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება”. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მიხეილ სააკაშვილი: „ძალიან პატარა ხალხი ხართ! – მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ“

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g