„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, აბუ-დაბის სასამართლომ ის და ვიქტორ სანიკიძე დააჯარიმა.
ამის შესახებ ზარქუამ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. [..] მესამე დღეა რაც ჩვენ ჩამოვედით, [..] ჯარიმა გამოიწერა, დირჰამებში, იქ ჩვენ გვყავდა მეგობრები, ვინც გადაიხადა ეს ჯარიმა და ახლა ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით”, – თქვა ზარქუამ.
ზარქუას განცხადებით, ბიჭს, რომელმაც თეფში ისროლა არ იცნობს.
„საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ. გამოძიება დაიწყო. არც ვიცნობთ იმ ადამიანს, ვინც თეფში ისროლა. უბრალოდ ბევრი ქართველი ისვენებდა იმ სასტუმროში და ეტყობა ყელში ამოუვიდათ ეს პროვოკაციები. შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამაც, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ უწყებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – აღნიშნა ზარქუამ.