LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 5 თანამშრომელი კარანტინს აბასთუმანში გაივლის

379
bc47958957f346478a4157c72acfde1e-18

გუშინ ირანიდან საქართველოში დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, 2-კვირიან კარანტინს გაივლის. გადაწყვეტილება სამედიცინო ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც დადგინდა, რომ ქართული დელეგატები იმ პირებთან ერთან მგზავრობდნენ, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო ქვეყანაში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.

უნივერსიტეტის თანამშრომლები საკარანტონო პერიოდს სხვადასხვა ფორმით გაივლიან. საბოლოო გადაწყვეტილებით 5 თანამშრომელი კარანტინს აბასთუმანში, ხოლო 10 საკუთარ სახლში გაივლის.

“15-16 კაცი ვართ, არანაირი კორონავირუსი არ ფიქსირდება. გავიარეთ შემოწმებები სიცხის და ა.შ. თუმცა არც არაფერი. თავის დაცვის მიზნით, მათაც და ჩვენც გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არაფერი არ გვჭირს, მაგრამ რეალურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის”, – განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა: პირველი შემთხვევები ლიეტუვასა და ნიგერიაშიც გამოვლინდა

დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ მათთან ერთად მყოფი ირანის 2 მოქალაქე უკან გააბრუნეს. მისივე განმარტებით, ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდნენ, თუმცა საზღვრის კვეთის უფლება არ მისცვეს და უკავ იმავე რეისით გააბრუნეს.

“5 ადამიანი წავა კარანტინში აბასთუმანში, დანარჩენი 10 თვითიზოლირებას მოახდენს საკუთარ სახლში. მთავარი პირობაა, რომ არ ქონდეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს პროცესი გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. პერიოდულად დააკვირდებიან ეპიდემიოლოგები. ირანის 2 მოქალაქე გააბრუნეს უკან. პირადი საუბრისას შევიტყვეთ, რომ ბრუნდებოდნენ საქართველოში განათლების მისაღებად, მაგრამ გააბრუნეს იმავე რეისით,” – განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა თამთა ბუთხუზმა “რუსთავი 2”-თან.

პოპულალურები